.პროექტის სახელწოდება:საზოგადოება და დაუნის სინდრომი
პროექტის მთავარი იდეა:
მემკვიდრეობითი ცვალებადობის შესწავლისას მოსწავლეებს შევთავაზე ჩაეტარებინათ გამოკითხვა საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ,გამოკითხვამ გამოავლინა რომ საზოგადოება არ ქონდათ ინფორმაცია დაუნის სინდრომზე, ამის საფუძველზე მოსწავლეებს გაუჩნდათ იდეა და სურვილი რომ გაეკეთებინათ პროექტი თემაზე:საზოგადოება და დაუნის სინდრომი.პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები ისწავლიან თუ რა არის დაუნის სინდრომი,რა სიმპტომებით ვლინდება ის,რა არის დაავადების გამომწვევი მიზეზები,რისი უნარები შესაძლებლობები აქვთ დაუნის დაავადებულ ადამიანებს.
პროექტის აქტუალობა:
მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება დაუნის სინდრომის შესახებ,ასევე აწტუალურია მოსწავლეების ჩართვა პროექტში,რომ შეისწავლიან დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანების უნარები დაშესაძლებლობები,მათი გამომწვევი მიზეზები და დაავადების გამოვლენის სიმპტომები.შეისწავლიან ადამიანებს შორის ურთიერგაგების,პიროვნების პატივისცემის და პასუხისმგებლობის უნარების განვითარებას.მიღებული ცოდნა მოსწაავლეებს დაეხმარება უნარშეზღუდულ ადამიანებთან ურთიეთობების ჩამოყალიბებაში.
პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება დაუნის სინდრომის შესახებ. მოსწავლეები ინფორმაციას მოძიებენ დაუნის სინდრომის გამომწვევ მიზეზებზე,წარმოადგენენ სტატესტიკურ მონაცემებს ქყვენების მიხედვით,პროექტი წარმოადგენს საკითხის დამოუკიდებლად შესწავლის, კვლევითი, შემოქმედებითი, მონაცემების ორდანიზების უნარ-ჩვევების საუკეთესო საშუალებას.
მონაწილეთა ასაკი14: -15 წლის მოზარდები.
ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები განმარტავენ მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის თავისებურებებს,მოახერხებენ მოსახლეობის ინფორმირებას დაუნის სინდრომის სესახებ,მიიღებენ ინფორმაციას დავადების სინდრომზე,რომელიც ხელს შეუწყობს პირად ცხოვრებაში აღნიშნულ სინდრომთან პრობლემის სემსუბუქების მეთოდის დასანერგად,ასევე სხვა ადამიანებისთვის წარმოადგენს საუკეთესო ინფორმაციას დაავადების მიმდინარეობის შესახებ.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
აუდიო და ვიდეო მასალები,კომპიუტერი,პროექტორი,ინტერნეტი,თაბახის ფურცლები,მარკერები,სამედიცინო ჟურნალები,სასკოლო სახემზღვანელო.
პროექტის მსვლელობა:
საპროექტო ჯგუფებს გავაცანი პროექტის სამუშაო გეგმა.საპროექტო ჯგუფი გავყავი 4 ჯგუბად:
1-ჯგუფი ინტერვიუს აღება,მოსწავლეები წინასწარ შედგენილი კითხვარებით აიღებენ ინტერვიუს საზოგადოებაში სხვა და სხვა ასაკის ადამიანებისაგან,თუ რა იციან დაუნის სინდრომის შესახებ.მონაცემებს წარმოადგენენ ესეს სახით.
2-ჯგუფი სამედიცინო ჟურნალებიდან ინფორნაციის მოძიება,მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დაავადების გამომწვევ მიზეზებისა და სიმპტომების შესახებ,მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილის სახით.
3-ჯგუფი სტატესტიკური მონაცემების მოძიება,მოსწავლეები ინტერნეტიდან მოიძიებენ ინფორმაციას დაუნის სინდრომის მაღალი მაჩვენებელი რომელ ქვეყნებშია დაფიქსირებული,მონაცემებს წარმოადგენენ დიაგრამის სახით.
4-ჯგუფი ვიდეო აუდიო მასალების მოძიება,მოსწავლეები ინტერნეტის გამოყენებით მოიძიებენ დაუნის სინდრომის ამსახველ მასალებს,მონაცემებს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
საპროექტო ჯგუფს ვაძლევ დავალებას რომ ერთმანეთში მოპოვებული ინფორმაცია შეაჯერონ და მოემზადონ პროექტის პრეზენტაციისათვის.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან:ისტ.
პროექტის ხემძღანელი:მაია ფიფია
პროექტის ხემძღვანელის ელ-ფოსტა:pipimaia@mail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.pipiamaia.blogspot.com